უფრო მარტივი, ვიდრე წარმოგიდგენიათ

როგორ გამოიყურება პროცესი?

01

პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, უნდა მოგვწეროთ ონლაინ ჩეთში კონკრეტული ავტონაწილის მოთხოვნით. აუცილებელი წინაპირობაა ის, რომ ზუსტად იცოდეთ რა ნაწილი გჭირდებათ.

02

მას შემდეგ, რაც დავაზუსტებთ თქვენთვის სასურველი ავტონაწილის მოდელს და მოვიძიებთ ჩვენს მომწოდებლებთან, შეგითანხმებთ ფასს, ანგარიშსწორების ფორმას და მოწოდების პირობებს.

03

ამის შემდეგ ჩვენი კურიერი დაგიკავშირდებათ და მოგაწვდით ავტონაწილს თქვენთვის სასურველ ადგილზე ან თუ რეგიონში იმყოფებით, გამოგიგზავნით მას საამანათო გზავნილით.

რა შეგიძლიათ შეიძინოთ ჩვენთან?

ახალი ავტონაწილები

ორიგინალი და არაორიგინალი ახალი ავტონაწილები

მეორადი ავტონაწილები

მეორადი მოხმარების ავტონაწილები დაშლილებიდან

ავტონაწილები ჩამოტანით

ავტონაწილების გამოწერა უცხოური მომწოდებლებისგან

ხშირად დასმული კითხვები

უნდა მოგვწეროთ ონლაინ ჩეთში, რომელიც განთავსებულია ჩვენი ვებ-გვერდის მარჯვენა ქვედა კუთხეში. ონლაინ ჩეთში წარმოებული მიმოწერა ინახება და საუბრის დასრულების შემდეგ თქვენ შეგიძლიათ მისი გადაგზავნა საკუთარ ელექტრონულ ფოსტაზე. ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ტელეფონზე 250 00 10.

დისტანციურად ავტომობილის პრობლემის იდენტიფიცირება და ზუსტი დიაგნოზის დასმა შეუძლებელია, შესაბამისად კონსულტაციას ვერ გაგიწევთ. ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ ჩვენი მომსახურება მას შემდეგ, რაც ზუსტად გეცოდინებათ რა ავტონაწილი გესაჭიროებათ.

დაგვჭირდება თქვენი სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომერი ანუ ე.წ. VIN კოდი და სასურველი ავტონაწილის დასახელება (ოფიციალურ ტექნიკურ ან ჟარგონულ ენაზე). ცალკეულ შემთხვევებში სასურველია ძველი ავტონაწილის ფოტოსურათის მოწოდებაც.

ავტომობილის ბრენდები არ არის შეზღუდული, ჩვენ შეგვიძლია მოგაწოდოთ ნებისმიერი მარკის ავტომობილის, ნებისმიერი მოდელის, ნებისმიერი ნაწილი. ასევე, ჩვენი სერვისი ვრცელდება როგორც მსუბუქ, ასევე სატვირთო ავტომობილებზე, ავტობუსებზე და მიკროავტობუსებზე.

ყველა ავტონაწილი არის ორიგინალი, როგორც ავტომწარმოებლების, ასევე ავტოსათადარიგო ნაწილების მწარმოებლების პროდუქცია. კონკრეტულ ავტონაწილზე შეიძლება შემოგთავაზოთ რამდენიმე ალტერნატივა, რომელთა შორის ხარისხში შეიძლება იყოს სხვაობები და ამის შესახებ თქვენს ინფორმირებას მოახდენენ ჩვენი ოპერატორები, მაგრამ მდარე ხარისხის პროდუქციას არავითარ შემთხვევაში არ შემოგთავაზებთ.

ახალი და მეორადი ავტონაწილის შეძენის დროს თანხის გადახდა შეგიძლიათ როგორც წინასწარ, ასევე ნაწილის მიწოდებისას. ნაწილის შეკვეთით ჩამოტანის დროს გადახდა ხდება წინასწარ, ამ შემთხვევაში ფორმდება ხელშეკრულება მომსახურების თაობაზე.

ავტორამა ანგარიშსწორების რამდენიმე ფორმას გთავაზობთ: ნაღდი ფულით გადახდა, ბარათით POS ტერმინალში გადახდა, ინვოისის საფუძველზე საბანკო გადარიცხვით გადახდა, UniPay-ს ელექტრონული ანგარიშსწორების სისტემით გადახდა.

დიახ შესაძლებელია. შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი ბანკი: თიბისი ბანკი, საქართველოს ბანკი, ბანკი რესპუბლიკა და ლიბერთი ბანკი. ბანკში მისვლამდე თქვენ დაგჭირდებათ ინვოისი, რომელსაც ჩვენი წარმომადგენელი გადმოგიგზავნით ონლაინ ჩეთში ან ელ-ფოსტის საშუალებით.

მიწოდების ვადა დამოკიდებულია თქვენს ადგილმდებარეობაზე. თბილისის მასშტაბით ავტონაწილის მიწოდება ხდება რამდენიმე საათში, საქართველოს მასშტაბით დიდ ქალაქებში 24 საათში, ხოლო სხვა დანარჩენ ტერიტორიაზე 48 საათის განმავლობაში.

თბილისის მასშტაბის მიწოდება უფასოა. საქართველოს მასშტაბით, რეგიონებში მიწოდების ღირებულება დამოკიდებულია ადგილმდებარეობაზე და მისაწოდებელი ავტონაწილის მოცულობაზე. აღნიშნულის თაობაზე დაზუსტებულ ინფორმაციას ჩვენი კონსულტანტები მოგაწვდიან.

შეძენილ ავტონაწილს ულაპარაკოდ ვიბრუნებთ თუ მოწოდებული საქონლის მახასიათებლები არ ემთხვევა წინასწარ შეთანხმებულს. ავტონაწილის გამოყენების (ავტომობილზე დაყენების) შემდეგ მისი დაბრუნება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ავტონაწილი წუნდებულია. თქვენს მიერ დაშვებული შეცდომის შემთხვევაში (არასწორი ავტონაწილის ან არასწორი რაოდენობით შეკვეთა, მოგვიანებით აღმოჩენა რომ ნაწილი აღარ გჭირდებათ) შეკვეთილ ავტონაწილს უკან ვერ დავიბრუნებთ.

ყველა ახალ ავტონაწილს მოყვება ქარხნული გარანტია, მაგრამ გარანტია ვრცელდება მხოლოდ ავტონაწილის ჩვენს ავტორიზებულ სერვის ცენტრებში შეცვლის შემთხვევაში. ამის მიზეზი არის ის, რომ ავტონაწილის არასწორმა მონტაჟმა ან სხვა, გაუმართავ მდგომარეობაში მყოფმა ავტონაწილმა (რომელთანაც ურთიერთქმედებაშია ახალი ავტონაწილი) შეიძლება გამოიწვიოს მისი მყისიერი დაზიანება, აღნიშნულ შემთხვევებში კი პასუხისმგებლობის აღებას ვერ შევძლებთ.
ამ ეტაპზე ავტორამას საკუთარი სერვის ცენტრი არ აქვს და ავტომობილების რემონტს ახორციელებს ავტორიზებული სერვის ცენტრების საშუალებით, როგორიცაა თეგეტა მოტორსი, ვიანორი, კავკასიის ავტოსერვისი, ტოიოტა თეგეტა და სხვა სპეციალიზებული ცენტრები.
ძირითად შემთხვევებში იმპორტი ხორციელდება გერმანიიდან, თურქეთიდან, დუბაიდან და აშშ-დან.